ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში 23 ახალწვეული დაიღუპა


საინფორმაციო სააგენტო ტასის ცნობით ომსკის სამხედრო დასახლებაში შენობის შუა ნაწილის ჩანგრევის გამო 23 ჯარისკაცი დაიღუპა და 19 დაშავდა.

რუსეთში სამხედრო დასახლებაში ჯარისკაცები დაიღუპნენ. საინფორმაციო სააგენტო ტასის ცნობით შენობის შუა ნაწილის ჩანგრევის გამო 23 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. დაღუპულები წვევამდელები არიან და ზოგიერთი წყაროს მიხედვით მათ შორის ყველაზე ახალგაზრდის ასაკი 18 წელს არ აღემატებოდა.

თავად სააგენტო ტასი თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეყრდნობა და იუწყება, რომ შემთხვევა ომსკის რეგიონში მდებარე საჰაერო საწვრთნელ ბაზაზე კვირას, საღამოს დაახლოებით 8 საათზე მოხდა. შენობაში ამ დროს არმიის 337 პერსონალი იმყოფებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შენობა ახლახან გარემონტდა და მისი ჩამონგრევა შესაძლოა მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომებს, ან დარღვევებს უკავშირდებოდეს. ომსკი რუსეთის სამხრეთით და ყაზახეთის ჩრდილოეთით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG