ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასაჩუსეტის შტატის მკვიდრს 17 წელი მიუსაჯეს


რეზვან ფერდაუსი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დისტანციური მართვის თვითმფრინავით პენტაგონის თავზე გადაფრენას გეგმავდა

ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლემ მასაჩუსეტის შტატის მკვიდრს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული რეზვან ფერდაუსი, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დისტანციური მართვის თვითმფრინავით პენტაგონზე და ამერიკის კონგრესის შენობაზე თავდასხმას გეგმავდა.

სასამართლომ განაჩენი ფერდაუსს ბოსტონის სასამართლოში გამოუტანა. ბრალდებულმა თავის ქმედებაზე სინანული არ გამოთქვა და განაცხადა, რომ საკუთარ ბედს ის შეეგუა, თუმცა, უკეთესი მომავლის იმედი აქვს. ფერდაუსი ფედერალური გამოძიების სააგენტომ გასულ წელს დააკავა, როდესაც თავისი გეგმების შესახებ მან ალ-ყაიდას წევრად შენიღბულ საიდუმლო აგენტს გაანდო.

XS
SM
MD
LG