ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტების აშშ-ში ექტრსადირება გადაწყდა


ბრიტანეთის სახელმწიფომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოიწონა

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ რადიკალურ მუსლიმთა სულიერი ლიდერის, აბუ ჰამზას და ტერორიზმში ოთხი ეჭვმიტანილის აშშ-ში ექსტრადირებაზე თანხობა გასცა.

ორშაბათს, სასამართლოს წინააღმდეგ ეჭვმიტანილთა დაცვამ სარჩელი შეიტანა. მათი განცხადებით, პატიმრებს აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში არაადამიანური პირობებში ყოფნა მოუწევთ. თუმცა, სასამართლომ ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ბრიტანეთის სახელმწიფომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოიწონა და იმედი გამოთქვა, რომ განაჩენი სწრაფად იქნება სისრულეში მოყვანილი.
XS
SM
MD
LG