ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს


იანვარში, ეჭვმიტანილი შეერთებულ შტატებში ტერორისტული აქტის ჩასატარებლად ჩამოვიდა

ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლომ ბანგლადეშელ მამაკაცს, რომელიც ნიუ იორკში ცენტრალური ბანკის შენობის აფეთქებას გეგმავდა, გირაოს გარეშე პატიმრობა შეუფარდა.

21 წლის ქუაზი მოჰამედ რეზვანულ აჰსან ნაფისს ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილის აფეთქების დაგეგმვა ედება ბრალად. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი შეერთებულ შტატებში იანვარში, ალ ყაიდას შთაგონებით, ტერორისტული აქტის ჩასატარებლად ჩამოვიდა.

ფედერალურმა ხელისუფლებამ ნაფიზის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მან შენიღბულ ფედერალურ აგენტებს 20 ჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობა შეუკვეთა. ოთხშაბათს, ეჭვმიტანილმა 450 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი ცენტრალური ბანკის შენობის წინ გააჩერა და მისი აფეთქება სცადა.
XS
SM
MD
LG