ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზარდარი გაეროში ტერორიზმის პრობლემაზე საუბრობს


პაკისტანის პრეზიდენტის მეუღლე - ბენაზირ ბჰუტო რამდენიმე წლის წინ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა

პაკისტანის პრეზიდენტი, ასიფ ალი ზარდარი აცხადებს, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ტერორიზმსა და მასთან ბრძოლას უამრავი ადამიანი შეეწირა.

ზარდარიმ პაკისტანში ამ მიზეზით დაღუპულ ადამიანთა ჩამონათვალი წაიკითხა, რომელთა შორის ერთ-ერთი მისი მეუღლეა. პაკისტანის პრეზიდენტის მეუღლე, ბენაზირ ბჰუტო რამდენიმე წლის წინ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა.

სამშაბათს, გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზარდარიმ დაგმო ტერორიზმი და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა ისლამის სახელით განხორციელებულ ძალადობაზე, რაც ერთი ქვეყნის, ლიდერის და რელიგიური დაჯგუფების მხრიდან ზიზღის გამოხატვის საშუალებაა.
XS
SM
MD
LG