ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური პარტიის წევრმა მისისიპიში მეორე ტურში გაიმარჯვა


რესპუბლიკელმა სინდი ჰაიდი სმიტმა სენატის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. ჰაიდი სმიტი მისისიპის შტატის სენატორი იქნება ვაშინგტონში. მან ამომრჩევლების 54-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. რესპუბლიკელმა კანდიდატმა დემოკრატი მაიკ ისპი დაამარცხა.

ჰაიდი სმიტმა მხარდამჭერებთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მან “ჩვენი კონსერვატიული ღირებულებებით” გაიმარჯვა.

მისისიპის არჩევნები 2018 წლის შუალედური არჩევნების ბოლო ეტაპი იყო. საბოლოო ჯამში, 100 წევრიან სენატში ხმები შემდეგი თანაფარდობით გადანაწილდა - რესპუბლიკელებს 53 ხმა, დემოკრატებს კი 47 ხმა აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG