ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დებატებზე სიტყვიერ ფოიერვერკებს ელიან


რესპუბლიკელი კანდიდატები
რესპუბლიკელი კანდიდატები

მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი დღეს 11 კანდიდატს შორის დებატების სცენაზე ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკური პარტიის რიგით მეორე დებატები ლოს ანჯელესში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება.

ტრამპი, რამდენიმე სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დამაჯერებლად ლიდერობს. დღეს დებატებზე მისი ოპონენტები, სავარაუდოდ, აგრესიულად ეცდებიან მის გამოწვევას საკუთარი რეიგინგების ასამაღლებლად. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ტრამპი სიამოვნებით ესხმის თავს მის ოპონენტებს და განსაკუთრებით, ფლორიდის ყოფილ გუბერნატორ ჯებ ბუშს, რომელიც ამერიკის ერთი ყოფილი პრეზიდენტის შვილი და ერთის კი ძმაა. ტრამპის კანდიდატობის გამოცხადებამდე ბუში რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ლიდერობდა.

ტრამპთან და ბუშთან ერთად დებატებში მონაწილეობას სენატორები მარკო რუბიო, რენდ პოლი და ტედ კრუზი, ვისკონსინის, ნიუ ჯერსისა და ოჰაიოს გუბერნატორები სკოტ ვოკერი, კრის კრისტი და ჯონ კასიჩი, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი მაიკ ჰაკაბი, და ყოფილი ნეიროქირურგი ბენ კარსონი, ასევე ჰიულეტ-პაკარდის ყოფილი აღმასრულებელი კარლი ფიორინა მიიღებენ. ფიორინა რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალია. ის და კარსონი, ტრამპის მსგავსად, ამომრჩეველში პოპულარობით სარგებლობენ იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკოსები არ არიან.

XS
SM
MD
LG