ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორი პრეტენდენტი-უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში პრაიმერების არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ერთმანეთს გესლიანად აკრიტიკებენ.
ორივე კანდიდატმა ამომრჩევლებთან ნიუ-ჰემფშირის შტატში გამართული შეხვედრებისას ისაუბრა და ერთმანეთის კამპანია გააკრიტიკა. ნიუ-ჰემფშირში, 2016 წლის თებერვალში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი გაიმართება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი შტატების მასშტაბით არჩევნებში ამომრჩევლის მხარდაჭერით სარგებლობს. ტრამპი ასევე წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს იმ შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის, სადაც 2016 წელს ყველაზე ადრე ჩატარდება პრაიმერის არჩევნები.
ნიუ-ჰემფშირში ტრამპმა, აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი აუდიტორია და ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე რესპუბლიკური ისტებლიშმენტის ფავორიტმა, ყოფილი პრეზიდენტების შვილმა და ძმამ ჯებ ბუშმა.