ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კიდევ უფრო დაწინაურდა


ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის მსურველ მილიარდერს დონალდ ტრამპს პარტიის წევრებისგან 33-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლი დონალდ ტრამპის რეიტინგები ისევ იზრდება. დღეს შეერთებულ შტატებში ახალი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის მსურველ მილიარდერს პარტიის წევრებისგან 33-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. გამოკითხვა გამომცემლობა „ვაშინგტონ პოსტმა“ და ტელეკომპანია „ეი-ბი-სიმ“ ჩაატარა.

ივლისში იმავე გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის რეიტინგი მხოლოდ 24 პროცენტი იყო, რაც 0.9-პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს. ბოლო თვეში საკმაოდ გაიზარდა მეორე ადგილზე მყოფი ნეიროქირურგის, ბენ კარსონის რეიტინგიც. მისი მხარდაჭერა რესპუბლიკურ პარტიაში 6 პროცენტიდან 20-ზე ავიდა. ფლორიდის ყოფილ გუბერნატორს ჯებ ბუშს მხოლოდ 9 პროცენტი აქვს, სენატორებს ტედ კრუზს და მარკო რუბიოს 7-7.

მომდევნო დებატები რესპუბლიკელ პრეტენდენტებს შორის ოთხშაბათს საღამოს გაიმართება. მას გამოეთიშა რიკ პერი, ტეხასის გუბერნატორი, რომელმაც განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შესახებ გააკეთა. მის ადგილს დებატებზე სავარაუდოდ რესპუბლიკელი ბიზნესმენი კარლი ფიორინა დაიკავებს, რომელიც რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის ერთადერთი ქალია.

XS
SM
MD
LG