ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში ახალი პარტიული თანამდებობა შექმნეს


სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო “იანჰაპის” ცნობით, იმ დროს, როდესაც კიმ ჩენ უნი შიდა პოლიტიკის განახლებას ცდილობს, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ, ქვეყნის დე-ფაქტო, მეორე რიგის ლიდერის პოსტის შესაქმნელად, საკუთარ წესებში შესწორება შეიტანა.

ჩრდილოეთ კორეის საქმეებში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ გაუმხელიათ, სააგენტომ თქვა, რომ შესაძლოა “პირველი მდივნის” თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა, შეხვედრები კიმის სახელით ჩაატაროს.

კიმმა თავისი ხელისუფლება იანვარში, კორეის მშრომელთა პარტიის ყრილობაზე განიმტკიცა, სადაც ის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ადრე ეს თანამდებობა მის გარდაცვლილ მამას ეკავა.

ახალი ამბების სააგენტომ თქვა, რომ კიმს სურს, რომ მამამისის უფრო სამხედროებზე ორიენტირებული ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პარტიამ მმართველობაში მეტი როლი ითამაშოს.

მამამისის მმართველობის პერიოდის საკვანძო სიტყვა “სამხედრო ძალები უპირველეს ყოვლისა” პარტიის წესდებიდან ამოღებულია.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ თქვა, რომ პარტიის ახალი წესდება ჩრდილოეთ კორეაში იანვრის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, მაგრამ სამინისტროს, რომელიც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, დეტალების გამჟღავნება არ შეუძლია.

თავად კიმი “პირველი მდივნის” წოდებას 2012-დან 2016 წლამდე იყენებდა.

ახალი თანამდებობა პარტიის შვიდ მდივანს შორის ყველაზე მაღალი რანგის იქნება და სავარაუდოდ მას იო იონგ ვონი დაიკავებს, რომელიც პოლიტბიუროს ხუთწევრიან პრეზიდიუმშია. იო კიმის უახლოესი თანაშემწეა, რომლის პრეზიდიუმში დანიშვნის შესახებ სახელმწიფო მედია იუწყებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG