ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თსუ: პლაგიატში მხილებული რექტორი მეორე ვადით აირჩიეს


გიორგი შარვაშიძე

საქართველოს ყველაზე ძველი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის 102 წლიან ისტორიაში, დღეს, ორი რამ პირველად მოხდა. თსუ-ს რექტორის არჩევნებში კანდიდატებთან გასაუბრება აკადემიურმა საბჭომ, დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გამართა. თსუ-ს ახალ რექტორად კი 32 ხმით ისევ გიორგი შარვაშიძე იქნა არჩეული, რომელსაც ყველაზე დიდ „აკადემიურ ცოდვაში“ - პლაგიატში ადანაშაულებენ.

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, შარვაშიძის დისერტაციაში, რომელიც მან 2003 წელს სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა, "სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი“ 2002 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოცემული დოკუმენტი, 40 გვერდი ისე, რომ წყარო მითითებული არ არის.

ილიაუნის დასკვნა შარვაშიძის დისერტაციაზე
ილიაუნის დასკვნა შარვაშიძის დისერტაციაზე

ილია სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, 2020 წლის იანვარში შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი დაადასტურა, განსხვავებით, თსუ-ის სადისერტაციო საბჭოსგან, რომლის წევრებმაც რექტორის დისერტაციაში 40 გვერდიანი პლაგიატი ვერ დაინახეს.

ისევე, როგორც თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ, რომლის 32 წევრმა დღევანდელ არჩევნებში გიორგი შარვაშიძეს მხარი დაუჭირა და რექტორად კიდევ ოთხი წლის ვადით დატოვა. თსუ-ს დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი ლევან ლორთქიფანიძე შარვაშიძის ხელახლა არჩევას ასე გამოეხმაურა:

ყველამ იცის, რომ კრიზისში მყოფი განათლების სისტემის გამოსასწორებლად ვერაფერს გააკეთებს, ვერაფერს გააუმჯობესებს.. ყველაფერი კი იმ უთავმოყვარეო კონფორმისტების ბრალია, რომლებიც ამ მოსაზრებებს იზიარებენ, საბოლოოდ კი კონიუნქტურის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ“
ლევან ლორთქიფანიძე, თსუ-ს დოქტორანტი


„სირცხვილია...პროფესორად ჩვენთან არ უმუშავია, მის სამეცნიერო ნაშრომზე მეზობელი სახელმწიფო უნივერსიტეტი ამბობს, რომ დაუფარავი და პირდაპირი პლაგიატია... თსუ-ის შიგნით დოკუმენტები ყალბდება, ღიად მიდის რეპრესიები რიგ პროფესორთა წინააღმდეგ, არავისთვის რექტორი ავტორიტეტი არ არის, ქვეყნის ნომერ პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს საზოგადოებაც არ იცნობს..ჩემი დაკვირვებით, მას მხოლოდ პარტია და ჩვენ რომ ვიცით ის სამსახურები უმაგრებენ ზურგს...

ყველამ იცის, რომ კრიზისში მყოფი განათლების სისტემის გამოსასწორებლად ვერაფერს გააკეთებს, ვერაფერს გააუმჯობესებს... იდება და ნელ-ნელა მოძრაობასაც შეწყვეტს. ყველაფერი კი იმ უთავმოყვარეო კონფორმისტების ბრალია, რომლებიც ამ მოსაზრებებს იზიარებენ, საბოლოოდ კი კონიუნქტურის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თსუ-ში დღევანდელი არჩევნები, ფაქტობრივად, 2016 წლის არჩვენების განმეორება იყო. როგორც ოთხი წლის უკან, ახლაც არჩევნებში გიორგი შარვაშიძე, ცირა ბარამიძე და გიორგი ბარამიძე მონაწილეობდნენ. მოქმედი რექტორის კონკურენტებმა აკადემიური საბჭოსგან მხოლოდ თითო ხმა მიიღეს (იმის მიუხედავად, რომ გიორგი ბარამიძემ კანდიდატურა კენჭისყრამდე მოხსნა) და შარვაშიძემ უპრობლემოდ გაიმარჯვა.

თსუ-ს რექტორის არჩევნები
თსუ-ს რექტორის არჩევნები

თსუ-ს პროფესორი ცირა ბარამიძე აპირებს, რომ რექტორს სასამართლოში უჩივლოს და უნივერსიტეტში „საბჭოთა მენტალიტეტი“ ასე დაამარცხოს. თავად შარვაშიძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. დამარცხებული კანდიდატების პრეტენზიებს არ იზიარებს თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ასოცირებული პროფესორი რევაზ შანიძე:

გადაწყვეტილების მიღების დროს, აკადემიურმა საბჭომ, იწინასწარმეტყველა, იხელმძღვანელა, პირველ რიგში, იმ კონცეფციებით, რომლებიც რექტორობის მსურველ კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი”
რევაზ შანიძე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი


„გადაწყვეტილების მიღების დროს, აკადემიურმა საბჭომ, იწინასწარმეტყველა..იხელმძღვანელა, პირველ რიგში, იმ კონცეფციებით, რომლებიც რექტორობის მსურველ კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი” - თქვა შანიძემ.

57 წლის გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რიგით 29-ე რექტორია. პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, მეორე კი ივანე ჯავახიშვილი, რომლის სახელიც უნივერსიტეტს 1988 წელს ეწოდა.

თსუ-ს ყველაზე ახალგაზრდა რექტორი ბოლშევიკი კარლო ორაგველიძე იყო, იგი რექტორი 33 წლის ასაკში გახდა და საზოგადოებას თავი ივანე ჯავახიშვილზე თავდასხმებით დაამახსოვრა. ორაგველიძე 1937 წელს დახვრიტეს.1937-38 წლებში უნივერსიტეტის კიდევ ხუთი ყოფილი რექტორი დახვრიტეს.

ყველაზე დიდ ხანს, ჯავახიშვილს როინ მეტრეველი მართავდა - 13 წელი. ილია ვეკუა ერთადერთია, რომელიც თსუ–ს რექტორად ორჯერ, სხვადასხვა დროს აირჩიეს. პირველად 1953-ში, მეორედ კი 1966 წელს.

თსუ-ს დამფუძნებელი პროფესურა
თსუ-ს დამფუძნებელი პროფესურა

თსუ-ს რექტორები (1918-2020)

  1. პეტრე მელიქიშვილი 1918-19
  2. ივანე ჯავახიშვილი 1919-26
  3. თედო ღლონტი 1926-28
  4. მალაქია ტოროშელიძე 1928-30
  5. ივანე ვაშაყმაძე 1930-31
  6. ალექსანდრე ერქომაიშვილი 1931-32
  7. ლევან აღნიაშვილი 1933-35
  8. კარლო ორაგველიძე 1935-37
  9. გიორგი კიკნაძე 1937-38
  10. დავით ყიფშიძე 1938-42
  11. ალექსანდრე ჯანელიძე 1942-45
  12. ნიკოლოზ კეცხოველი 1945-53
  13. ილია ვეკუა 1953
  14. ერმილე ბურჭულაძე 1953-54
  15. ვიქტორ კუპრაძე 1954-58
  16. გიორგი ძოწენიძე 1958-59
  17. ევგენი ხარაძე 1959-66
  18. ილია ვეკუა (მეორედ) 1966-72
  19. დავით ჩხიკვიშვილი 1972-80
  20. ვაჟა ოკუჯავა 1980-85
  21. ნოდარ ამაღლობელი 1985-91
  22. თამაზ გამყრელიძე 1991
  23. ოთარ ჯაფარიძე 1991
  24. როინ მეტრეველი 1991-2004
  25. რუსუდან ლორთქიფანიძე 2004-06
  26. გიორგი ხუბუა 2006-10
  27. ალექსანდრე კვიტაშვილი 2010-13
  28. ვლადიმერ პაპავა 2013-16
  29. გიორგი შარვაშიძე 2016 -დან

Facebook Forum

XS
SM
MD
LG