ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში მაჰსა ამინის აქციების მონაწილე 3 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს


ირანმა პარასკევს, 19 მაისს სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯა. მათ ბრალად ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობა ედებოდათ ბრალად, რაც მაჰსა ამინის მკვლელობის გამო, ქვეყანაში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე მოხდა.

იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროტესტის დროს სამმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და სამი სამართალდამცველი მოკლა.

ირანში საპროტესტო ტალღა 16 სექტემბრის შემდეგ არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციაში დაკავების დროს გარდაიცვალა. ამინის დაკავების მიზეზი ჰიჯაბის არასწორად ტარება იყო. მომხდარის შედეგ, ირანში და მის ფარგლებს გარეთ ქალებმა დემონსტრაციულად დაიწყეს თმის შეჭრა, უჰიჯაბოდ სიარული და საპროტესტო აქციები თეირანის, თუ ირანის სხვა ქალაქების ქუჩებში. დემონსტრაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა.

საპროტესტო აქციების დროს, ათასობით ირანელი დააკავეს. ირანის ხელისუფლება დღემდე ამბობს, რომ ეს დემონსტრაციები უცხო ქვეყნის მიერაა მართული. ათასობით დაკავებულთან ერთად, ასობით ადამიანია დაღუპული როგორც დემონსტრანტებს, ისე სამართალდამცველებს შორის.

XS
SM
MD
LG