ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოქალაქეები ლიდერს ტელევიზორით ირჩევენ


რუსეთის სოციალურ-პოლიტიკურ კვლევათა ლევადა ცენტრის დირექტორი, ბორის დუბინი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები რეალურ შედეგს არ იძლევა.

რუსეთის სოციალურ-პოლიტიკურ კვლევათა "ლევადა" ცენტრის დირექტორი, ბორის დუბინი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები რეალურ შედეგს არ იძლევა. “ეჟედნევნი ჟურნალში” გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაში, ის ამბობს, რომ ლიდერების მიმართ მხარდაჭერის მაჩვენებელი სრულებით არ ნიშნავს საზოგადოების მხრიდან მათ ნდობას. დუბინის თქმით, გამოკითხვებზე გავლენას ლიდერთა ტელევიზორში ჩვენების სიხშირე ახდენს. ამ ფენომენის გაგება დუბინის თქმით, შეიძლება, თუკი მას თეატრალური დადგმის ფორმად განვიხილავთ. ხალხის უმრავლესობას არ მოწონს ის რასაც ხედავს, მაგრამ არ ჯერა, რომ მსვლელობის შეცვლა შეუძლია.

“პოლიტიკოსები, საზოგადოებას ახსენებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ძირეული ცვლილებები არ მოხდება, ეს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეხება. იქმნება სრული სიმშვიდე, ხანდახან აპათეაც, რაც გამოკითხვებში პოზიტიურ პასუხად აისახება.”

რუსეთის სახლემწიფო ტელევიზიას შეზღუდული აქვს ნებისმიერი პოლიტიკური დებატის ჩვენების უფლება. შესაბამისად არ არსებობს ალტერნატიული აზრის გაგების საშუალება.

მოსკოვში მცხოვრები ანდრეი ამბობს, რომ მას არ ჰქონია საშუალება არსებული ლიდერების გარდა, სხვა კანდიდატი ენახა ტელევიზორში, შესაბამისად ნებისმიერი ცვლილება მასში შიშს ბადებს.

“მიზეზი მარტივია, ახალი ლიდერი რომც გაჩნდეს, მე არ ვიცი ის როგორ მოიქცევა. ვიცი შექმნილი მდგომარეობა და შეგუებული ვარ მას.”

ანდრეის აზრით, ეს არ ნიშნავს რომ დღეს ყველაფერი კარგად არის. ის ინფლაციისა და კორუფციის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობს, თუმცა რამის შეცვლის ძალა არ შესწევს.

ბორის დუბინი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები შეჩვეულები არიან სისტემას. გამოკითხული ზრდასრულების 75 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ იარსებებდნენ.

სოციოლოგის აზრით თავისუფლება განსხვავებულად, ნეგატიურად აღიქმება. მიზეზი რამდენიმეა: პირველი ეს არის სიღარიბე, მეორე კი სოლიდარობისა და სამოქალაქო საზოგადოების არ არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ მსოლფიოს გარშემო ბევრი საპროტესტო ჯგუფი არსებობს, მათ კოორდინირება აკლიათ და საზოგადოების სტატისტიკურად პატარა სეგმენტს წარმოადგენენ.

დიმიტრი მედვედევი ცვლილებებში მონაწილეობის მიღებისკენ ხალხს მოუწოდებს. მაგრამ ანდრეი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნას აზრი არ აქვს, პოლიტიკოსები მაინც ისე იქცევიან, როგორც თავად სურთ. არსენი, მოსკოველი ახალგაზრდა ამბობს, რომ მან პრეზიენტს ერთხელ მიწერა, მაგრამ პასუხი გაურკვეველი სააგენტოს დირექტორისგან მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას რჩევების მიცემის უფლება არ ჰქონდა.

“ რა საჭიროა პრეზინდეტის მიმართ დავწერო წერილი, თუ ის ადრესატამდე მანც ვერ აღწევს? სისტემა არ მუშაობს და სანამ ის ამუშავდება, ეფექტს ვერ მივიღებთ.”

რომანი მხარს უჭერს მედვედევ-პუტინის მმართველ ტანდემს და ამბობს, რომ ის ქვეყნის პრობლემებს საერთო ძალით უმკლავდებიან.

“კორუფცია ბევრი პრობლემის დასაბამია. ტელევიზორში ბევრ სიუჟეტს უჩვენებენ სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ, მაგრამ ძირითადი ფული ბიუროკრატების ჯიბეში მიდის.”

სოციოლოგი ბორის დუბინი მიუთითებს ბოლო დროს მომრავლებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც საკუთარ თავის “ჩვენ -ით “ იდენტიფიცირებას ახდენენ. ეს, მისი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ადამიანები დღევანდელობას გაურბიან. არავი უნდა იყოს პასუხისმგებელი წარსულის, აწმყოსა და მომავლის პრობლემებზე.

XS
SM
MD
LG