ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უკრაინელმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაცია განიხილეს.

"პუტინმა შეშფოთება გამოთქვა დონბასში მზარდი ძალადობის, უკრაინული არმიის თავდასხმების და მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულების გამო,"-ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ლიდერებს შორის საუბარი ხუთშაბათს ტელეფონით შედგა, რაც ბოლო ორ კვირაში მეორე ასეთი საუბარია, იტყობინება ინტერფაქსის სააგენტო.

აღმოსავლეთ უკრაინაში, თითქმის ყოველდღიურად, სამშვიდობო შეთანხმება ორივე მხრიდან ირღვევა .

Facebook Forum

XS
SM
MD
LG