ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის შეიარაღება: მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეები


ამერიკამ შესაძლოა უკრაინა ლეთალური იარაღით მოამარაგოს. აქამდე ვაშინგტონი კიევს მხოლოდ არალეთალურ შეიარაღებას აწვდიდა. თუმცა ექსპერტებსა და მიმომხილველებს ვაშინგტონში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ერთი მხარე თვლის, რომ უკრაინის შეიარაღება რუსეთს შეაკავებს, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვის პროვოცირებას გამოიწვევს.

უკრაინისთვის ლეთალური იარაღის მიწოდება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც რეგიონისა და რუსეთისადმი ამერიკის პოლიტიკის ცვლილებას მიანიშნებს. კრიზისის დაწყებიდან დღემდე ამერიკა უკრაინას მხოლოდ არალეთალურ შეიარაღებას აწვდიდა. თუმცა კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა დაგვიანებულია და ბრძოლის ველზე სიტუაციას არ შეცვლის.

უკრაინის კონფლიქტმა ამ დრომდე 10,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხოლო 1.5 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილებულია

უკრაინის კონფლიქტმა ამ დრომდე 10,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხოლო 1.5 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილებულია. ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინი დონბასში გაეროს დამკვირვებლების განთავსებით იდეით გამოვიდა, თუმცა მიმომხილველები დასავლეთში სკეპტიკურად უდგებიან რუსეთის ამ ინიციატივას. მოსკოვი შესაძლოა ცდილობს თავიდან აიცილოს ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ამისთვის სურს წარმოაჩინოს, რომ მდგომარეობა დონბასში სტაბილურია. მსგავასად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალისა, რუსეთი შეინარჩუნებს სიტუაციის გამწვავების ბერკეტს, თუ კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში გაყინულ ფაზაში გადავა.

უკრაინის შეიარაღების მომხრეები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთს შეაკავებს და აჩვენებს, რომ ამერიკა მზადაა დაიცვას საერთაშორისო წესრიგი, როდესაც აგრესორები მის შერყევას ცდილობენ. მათი თქმით, საქართველო-რუსეთის ომში დასავლეთის სუსტმა პოზიციამ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას გზა გაუხსნა, და ამერიკამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას უკრაინის შემთხვევაში.

ბატონ პუტინს, ევროპაში საშიში, რევიზიონისტული კურსი აქვს აღებული. მას სურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი, ცივი ომის დასრულებით გამტკიცებული საერთაშორისო პრინციპების შეცვლა.
ჯონ ჰერბსტი

„ბატონ პუტინს, ევროპაში საშიში, რევიზიონისტული კურსი აქვს აღებული. მას სურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი, ცივი ომის დასრულებით გამტკიცებული საერთაშორისო პრინციპების შეცვლა. ის ღიად ამბობს, რომ მას სურს გავლენის სფეროს შენარჩუნება პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სურს ნატოს და ევროკავშირის დასუსტება. ამიტომ ვნახეთ მისი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს საზღვრები შეცვალა, რომელზეც დასავლეთის პასუხი სუსტი იყო. მოგვიანებით, ის დონბასში შეიჭრა. ამიტომ საქართველოს ომსა და დღეს უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირი კავშირია“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, ევრაზიის ცენტრის დირექტორი ატლანტიკური საბჭოდან და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის შეიარაღების მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეები იყვნენ წარმოდგენილი. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ეს ამერიკის ინტერესებში არ შედის და სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. მათი თქმით, იგივე ვიხილეთ 2008 წელს საქართველოს შემთხვევაშიც.

როდესაც მხარდაჭერას ვაჩვენებთ, ამან შესაძლოა მათი ქცევა შეცვალოს. და თუ ისინი ძალიან შორს წავლენ, ექნება კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი, რომ მათ დაეხმაროს
უილიამ რუგერი

"პირველ რიგში, ეს არ არის მნიშვნელოვანი ჩვენ უსაფრთხოებისთვის. ამას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოჰყვეს, განსაკუთრებით თუ ესკლაციას გამოიწვევს, და რუსებს აქ უპირატესობა აქვთ. ამან შესაძლოა მიგვიყვანეს, „დაუდევარ სვლამდე.“ როდესაც მხარდაჭერას ვაჩვენებთ, ამან შესაძლოა მათი ქცევა შეცვალოს. და თუ ისინი ძალიან შორს წავლენ, ექნება კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ინტერესი, რომ მათ დაეხმაროს, რაც ჩვენ საქართველოს შემთხვევაში ვნახეთ 2008 წელს, როდესაც, საქართველოს ზუსტად ამ დაუდევარ სვლას ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი მოჰყვა“, - ამბობს უილიამ რუგერი ჩარლზ კოხის ინსტიტუტიდან.

შეიარაღებას მხარს უჭერს კურტ ვოლკერი, ტრამპმის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, რომელიც პოლიტიკის ცვლილების შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მცდარია ფიქრი, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პროვოცირებამდე მიგვიყვანს.

„მე ხშირად მესმის არგუმენტები, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინას მისცემს საშუალებას შეტევა განახორციელოს ან რუსეთის პროვოცირებაა. ეს სრულიად არასწორია. პირველ რიგში, რუსეთი უკვე არის უკრაინაში მძიმე შეიარაღებით და მრავალრიცხოვნად წარმოდგენილი. მათ კიდევ უფრო მეტი შეიარაღება და სამხედრო ყავთ განლაგებული უკრაინის საზღვრის გარშემო„ - თქვა კურტ ვოლკერმა ამერიკის ხმასთან საუბარში.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა ეფუძნება იდეას, რომ რუსეთის შეკავება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთს მეზობელ ქვეყნებში შეჭრა მაღალი ფასი დაუჯდება ეკონომიკურად და სამხრედრო თვალსაზრისით.

მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის ცალკეული წარმომადგენლები მხარს უჭერენ უკრაინის შეიარაღებას, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებენ ისინი პრეზიდენტის დარწმუნებას და რამდენად ერთიანი იქნება თეთრი სახლის პოზიცია ამ საკითხზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG