ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლკერი: აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დასრულდეს


კურტ ვოლკერი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში
კურტ ვოლკერი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებებში

„უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებებში კურტ ვოლკერმა. 10,000ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ორ მილიონზე მეტს იძულებით გადაადგილება მოუხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება სცადა 2014 წელს.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკა ჩართულია პროცესში, რომელიც მინსკის შეთანხმების შესრულებას ისახავს მიზნად და რომელიც მხარეებს შორის კონფლიქტის დასრულების გზაა.

პრობლემა სიტუაციის ჩიხში შესვლაში მდგომარეობს, - ამბობს ვოლკერი. რუსეთის მხარე ამბობს რომ უკრაინა არ ასრულებს იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც მინსკის შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ხოლო უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეტაკებების, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის და ტერიტორიის ოკუპაციის კვალდაკვალ, მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამ მოთხოვნების შესრულება.

სპეციალური წარმომადგენელი ვოლკერი ამბობს, რომ ამერიკა განიხილავს ორ მთავარ გზას კონფლიქტის გადაწყვეტისთვის ნორმანდიის ფორმატის ქვეყნებთან-გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და უკრაინასთან ერთად. პირველი არის რუსეთის განცხადება, რომ მინსკის შეთანხმების მიხედვით ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტს. მეორე არის წინადადება, რომელიც რუსებმა სექტემბერში გაახმოვანეს და რომელიც უკრაინაში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებას ითვალისწინებს.

რუსეთის წინადადება კონფლიქტის ზოლთან ეუთოს დამკვირვებლების დასაცავად გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსებას გულისხმობს. ვოლკერი ამბობს, რომ საჭიროა რუსეთის ინიციატივის გავრცობა, რათა სამშვიდობო მისია წარმატებული იყოს: „საჭიროა, რომ მისია გავრცელდეს მთელს სადაო ტერიტორიაზე, ქონდეს სამხედრო მეთვალყურეობის და მძიმე ტექნიკის შემოწმების საშუალება, ასევე ქონდეს საშულება აკონტროლოს რუსეთ-უკრაინის საზღვრის უკრაინული მხარე.“

თუ სამშვიდობო მისიას რეალურად შეეძლება ტერიტორიის უსაფრთხოების მეთვალყურეობა, ვოლკერი ამბობს, რომ „ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესს განაახლებს, რაც არსებული მიზანია“.

"რუსები სამშვიდობო მისიის ამ ვარიანტს განიხილავენ, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ,"- ამბობს ვოლკერი. „თუ მათ [აღმოსავლეთ უკრაინის] დატოვება სურთ... ჩვენ მოხარული ვიქნებით ამაში დავეხმაროთ. ჩვენ გვინდა ეს საკითხი მოგვარდეს.“

უკრაინის მიმართ ამერიკის მიზნებზე საუბრისას, მან დამატებით აღნიშნა, რომ ამერიკას სურს „უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და მათი დაცვა მიუხედავად ეროვნებისა, ეთნიკური კუთვნილებისა თუ რელიგიისა.“

ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG