ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის და ობამას სატელეფონო საუბარი


რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეთანხმდნენ გაძლიერდეს თანამშრომლობა უშიშროების სფეროში.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ ვალიდიმირ პუტინსა და ბარაკ ობამას შირის შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტები უშიშროების სფეროში თანამშრმლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ.

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის და შეერთებული შტატების პრეზიდენტები ამ წლის სექტემბერში ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან. სხა საკითხებთან ერთად ორი ქვეყნის პრეზიდენტები 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც სოჭში გაიმართება.

სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ პუტნმა და ბარაკ ობამამ სირიაში შექმნილ სიტუაციუაზეც იმსჯელეს ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროების გაზრდის ფონზე, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
XS
SM
MD
LG