რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მომავალი წლისთვის მოსკოვში ეპატიჟება.
ოთხი წლის წინ, როდესაც ობამა პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, პუტინი დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩეოდა. ამჯერად კი მან მეგობრული ჟესტი გამოხატა ამერიკელი კოლეგის მიმართ. იმ ფონზე, როდესაც ევროპაში ბარაკ ობამას პირველი ვადით არჩევას აჟიოტაჟი მოჰყვა, რუსეთმა კალინინგრადში რაკეტების განლაგების გეგმები გაახმაურა.
თავის მხრივ, დუმის დეპუტატმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ალექსანდრ რომანოვიჩმა დასძინა, რომ კრემლმა შვებით ამოისუნთქა იმის გამო, რომ ვაშინგტონის თანამიმდევრული პოლიტიკა არ დაირღვევა.