ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიკალური დაჯგუფების წევრმა კაპიტოლიუმზე თავდასხმა აღიარა


კაპიტოლიუმზე თავდასხმასა და ხელისუფლების გადაცემის ძალადობრივი შეჩერების ბრალდებით, ექსტრემისტული ჯგუფის „ამაყი ბიჭების“ წევრი სასამართლომ ბრალდებულად სცნო. 43 წლის ჯიზეფ ბერტინომ ბრალი აღიარა.

ბერტინო პირველია „ამაყი ბიჭებიდან“, რომელიც საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას დათანხმდა და იუსტიციის დეპარტამენტთან ითანამშრომლა. დაკავებული ადასტურებს, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში „ამაყი ბიჭების“ ლიდერებსა და წევრებს საკუთარი როლი ჰქონდათ.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმის გამოძიება გრძელდება და შესაძლოა ბერტინოს ჩვენებებმა საგამოძიებო ორგანოებს მისცეს მტკიცებულებები, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ სამხილს გაუმყარებს, მათ შორის ჰენრი „ენრიკე“ ტარიოს, წინააღმდეგ.

სასამართლომ დამნაშავედ სცნო კიდევ ერთი ექსტრემისტული ჯგუფის „ფიცის მცველების“ დამფუძნებელი და მისი ოთხი თანამოაზრე, რომლებიც ასევე ბრალდებულები არიან კაპიტოლიუმზე თავდასხმაში და შეთქმულებაში. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბერტინოს: ის 2020 წელს „ამაყი ბიჭების“ სხვა წევრებთან ერთად კაპიტოლიუმის ბორცვზე იმყოფებოდა, სადაც თავდასხმის დროს ის დაშავდა. ის რომ მან დაზიანებები მიიღო ამას სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებს.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბერტინო, ჩართული იყო თავდასხმის დაგეგმვის პროცესში. მან ჯერ კიდევ 4 იანვარს მიიღო დაშიფრული მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ექსტრემისტები კაპიტოლიუმზე თავდასხმის დეტალებს განიხილავდნენ.

სასამართლოში შეტანილ სარჩელში წერია, რომ ბერტინოს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ამაყი ბიჭების“ ვაშინგტონში ჩასვლის მიზანი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვების დამოწმების შეჩერება იყო, ჯგუფი კი მზად იყო ძალით, პროცესი ჩაეხშო.

ბერტინომ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, აღიარა კიდევ ერთი ბრალი, რომ ის უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს.

„ამაყი ბიჭების“ სხვა წევრების მიმართ სასამართლო სხდომები მომდევნო თვეეებშია ჩანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG