ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სიკვდილი დიქტატორს“, „რეზა შაჰ, დალოცვილი იყოს შენი სული“ - საპროტესტო გამოსვლები ირანში


წყლის დეფიციტისა და ეკონომიკური პიროების გაუარესების გამო, ირანში საპროტესტო მუხტი მატულობს. თეირანის ქუჩებში გამოსულმა დემონსტრანტებმა, ქვეყნის ისლამური მმართველების წინააღმდეგ იშვიათი უკმაყოფილება გამოხატეს.

„სიკვდილი დიქტატორს“, „ნუ გეშინია, ნუ გეშინია, ჩვენ ყველა ერთად ვართ“ - ქვეყნის დედაქალაქის შემდეგ, ამ წარწერით ტრანსპარანტები, 26 ივლისს, ალბორზის პროვინციის დედაქალაქ ყარაჯში გამოჩნდა.

საპროტესტო გამოსვლებს წინ უსწრებს კორონავირუსის პანდემიის კიდევ ერთი ტალღა, აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები და თან ერთვის გვალვის შედეგები, - წყლის მართვის არასწორმა პოლიტიკამ, რეზერვუარები თითქმის დაცალა და სოფლის მეურნეობა დააზარალა.

დემონსტრაციები 15 ივლისს, ნავთობით მდიდარ პროვინცია ხუზესტანის ათობით ქალაქში დაიწყო. პროვინციის ძირითადი მოსახელობა ეთნიკური არაბია. პროტესტის მიზეზი, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვის ფონზე, კვირების გარეშე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა გახდა.

„რადიო თავისუფლების“ სპარსული სამსახური, რადიო „ფარდა“ აქვეყნებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს, რომელიც 27 ივლის ყარაჯაში არის გადაღებული. „რეზა შაჰ, დალოცვილი იყოს შენი სული“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

1944 წლის 26 ივლისს გარდაცვლილი რეზა შაჰი, ირანის ბოლო შაჰის, მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის მამა იყო, რომელიც 1979 წელს, ქვეყნის მმართველობას ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოაშორეს. რევლოციას აიათოლა ხოემეინი ედგა სათავეში, ამჟამინდელი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამეინის წინამორბედი.

რადიო „ფარდას“ ინფორმაციით, საპროტესტო ტალღას, ხომეინის სახელობის ჰოსპიტალის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, - „სიკვდილი დიქტატორს“, „საკმარისია დაპირებები, ჩვენი მაგიდები ცარიელია“, სკანდირებდა მედპერსონალი.

ყარაჯში პორტესტის ერთგვარი ინსპირატორი, 26 ივლისს, თეირანში გამართული საპროტესტო აქცია გახდა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ უკმაყოფილება ქვეყნის დედაქალქშიც იყო გავრცელებული.

თეირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ დემონსტრაცია მართლაც გაიმართა და მიზეზი „ელექტროენერგიის გათიშვა“ იყო.

„რადიო თავისუფლების“ ინფრომაციით, თეირანშის ქუჩებში გამოსულმა დემონსტრანტებმა, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს პროვინციებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს.

„სირცხვილი ხამენეის“, „წადი“, „არც ღაზა, არც ლიბანი - მე სიცოცხლეს ირანისთვის გავწირავ“ - ისმის თეირანის საპროტესტო გამოსვლაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში.

საპროტესტო ტალღას უერთდებიან, ნავთობის ინდუსტრიაში დასაქმებულები. ათასობით მათგანი, უკეთესი ხელფასისა და სამუშაო პირობების მოთხოვნით გაიფიცა.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ ხუთი დემონსტრანტი გარდაიცვალა. „ჰიუმან რაითს უოჩი“ ამბობს, რომ მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ“ გადაჭარბებული ძალის“ გამოყენება გახდა.

„ჰიუმან რაითს უოჩი“ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, მომხდარის შესახებ გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს და დასაჯოს დამნაშავეები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG