ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზური ბუმერანგი


სოხუმის ქალაქკომის ყოფილი შენობა დარბევის შემდეგ

ოკუპირებულ სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე, დღეს შტურმით აიღეს, ქალაქკომის ყოფილი შენობა რომელსაც ანკლავში 1993 წლიდან „პრეზიდენტის რეზიდენციას“ უწოდებენ. დაარბიეს სეპარატისტთა ლიდერის და მისი გარემოცვის კაბინეტები, თავდამსხმელები ქალაქკომის შენობას ამ დრომდე აკონტროლებენ და არ იშლებიან.

შტურმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „გმირი“, ბოევიკი ახრა ავიძბა იყო, გასული წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული ორი კანონიერი ქურდიდან ერთ-ერთის ალხას ავიძბას ბიძაშვილი.

რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ახრა ავიძბამ ქალაქკომის შენობაში შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მკვლელებს რაულ ჰაჯიმბას მოქმედი რეჟიმი მფარველობს და კვალი ქართველ კანონიერ ქურდებამდე მიდის.

ოკუპირებული სოხუმი 09.01.2020
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

ანკლავის კრიმინალურ და ბანდიტურ ელემენტებთან ერთად, სოხუმის ქალაქკომის ყოფილი შენობის დარბევასა და რაულ ხაჯიმბას ქალაქიდან გაძევებაში, ძირძველი აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაცია „ამცახარას“ აქტივისტები და ლიდერებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის ალხაზ კვიცინია. 2019 წლის ივლისში ხაჯიმბას ძალაუფლებას სწორედ კვიცინია ეცილებოდა, მაგრამ ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ დამარცხდა:

პოლიტიკური სიტუაცია რა თქმა უნდა კოშმარულია, იმიტომ რომ სწორედ ხაჯიმბამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. მთელი პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს უნდა დაეკისროს, მათ აფხაზეთი პრაქტიკულად დაანგრიეს"
ალხაზ კვიცინია, "ამცახარას" ლიდერი


„პოლიტიკური სიტუაცია რა თქმა უნდა კოშმარულია, იმიტომ, რომ სწორედ ხაჯიმბამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე. მთელი პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს უნდა დაეკისროს, მათ ქვეყანა პრაქტიკულად დაანგრიეს“ - აღნიშნა კვიცინიამ, მასთან ერთად ქალაქკომის ყოფილ შენობაში ასევე მივიდა ასლან ბჟანია, პოლიტიკოსი, რომელიც გასულ წელს, მოსკოვში მოწამლეს, რომ ე.წ „არჩევნებში“ „საპრეზიდენტო კანდიდატი“ აღარ ყოფილიყო.

სეპარატისტების ლიდერი რაულ ხაჯიმბა ბიჭვინთაში, ერთ-ერთ ყოფილ საბჭოთა სამთავრობო აგარაკზე გაიქცა, სადაც გარემოცვას „სახელწმიფო გადატრიალების აღკვეთა“ დაავალა, თუმცა ჯერჯერობით, ანკლავის სამხედრო დაჯგუფებები შიდააფხაზურ კონფლიქტში არ ჩარეულან. რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ მზად არის „საგანგებო დგომარეობაც“ გამოაცხადოს.

„ყველამ კარგად იცის თუ რა მოხდა დღეს, პრაქტიკულად მიდის სახელმწიფო გაატრიალების პროცესი და ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ სიტუაციის ნორმალიზებისთვის“ - ხაზი გაუსვა ხაჯიმბამ.

"აფხაზური პარლამენტი"
"აფხაზური პარლამენტი"

დაძაბული დღის ბოლოს, აფხაზურმა ე.წ „სახალხო კრებამ“ ხაჯიმბას მოუწოდა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად თანადებობა საკუთარი ნებით დატოვოს. ამ დადგენილებას ე.წ „დეპუტატთა“ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, თუმცა ჰაჯიმბას გარემოცვა ამ სხდომას უკანონოდ მიიჩნევს.

საბჭოთა კაგებეს ყოფილ თანამშრომელს ტყვარჩელელ რაულ ჰაჯიმბას ანკლავში, რუსული ოკუპაციის წლებში, სეპარატისტულ „ხელსუფლებაში“ არაერთი მაღალი პოსტი ეჭირა, 2014 წელს კი ძალაუფლება ხელში სწორედ სოხუმის ქალაქკომის ყოფილი შენობის დაკავებით და სოხუმიდან სეპარატისტების წინა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გაძევებით ჩაიგდო.

რუსეთი, რომელმაც ბოო წლებში ყველაფერი გააკეთა ანკლავში რაულ ხაჯიმბას კლანის გასაძლიერებლად ჯერჯერობით დაპირისპირებაში ფორმალურ „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს. რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ დრომდე დისლოკაციის ბაზებზე რჩებიან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG