ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიანმარში საპროტესტო აქციები გრძელდება


მიანმარში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. ხალხი, 1 თებერვალს, სამხედრო გადატრიალებას და ქვეყნის ლიდერის, აუნგ სან სუ ჩის დაპატიმრებას აპროტესტებს. პოლიციამ, გუშინ, ქუჩაში გამოსული დემონტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

ყოველდღიური საპროტესტო აქციების შედეგად, სამთავრობო შენობების უმეტესობა პარალიზებულია. ხალხი კი გაჩერებას არ აპირებს.

"არ მინდა რომ დიქტატურაში გავიღვიძო. არ გვინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება შიშში გავატაროთ",- თქვა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ქვეყნის მთავარ ქალაქში, იანგონში, საპროტესტო აქციაზე. ქალაქში ათასობით უკმაყოფილო მოქალაქე გამოვიდა, ვინც ანალოგიურად ფიქრობს.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, სხვა საპროტესტო აქციებისგან გასხვავებით, 2021 წლის აქციები, შედარებით უფრო მშვიდობიანია. წინა სამხედრო გადატრიალებების შემდეგ, საპროტესტო აქციებს, ხშირად, სსიხლიანი დასასრული ჰქონდათ ხოლმე.

მართალია, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და ძალაუფლების ახალი ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ დაპირება გაიცა, თუმცა მიანმარის მოსახლეობას ამის არ სჯერა. ისინი შიშობენ, რომ ეს მორიგი, ფუჭი დაპირებაა.

ამ დროისთვის, აუნგ სან სუ ჩისთან ერთად, სახმედრო გადატრიალების შემდეგ, 495 ადამიანია დაკავებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG