დიდი შვიდეულის (G-7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც, მიანმარში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრობენ. მინისტრები გმობენ სამხედრო გადატრიალებას, რომელიც ქვეყანაში 2 დღის წინ მოხდა და რომელსაც ქვეყნის ლიდერის დაკავება მოჰყვა.
"ღრმად ვართ შეშფოთებულები პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებით, მათ შორის, სახელმწიფო კოსნულის, აუნგ სან სუ ჩისა და პრეზიდენტ ვინ მაიანტის დაკავებით, ასევე მედიის მიზანში ამოღებით", ნათქვამია კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებაში.
პირველმა დიპლომატებმა მოუწოდეს მიანმარის სამხედროებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ და შესაძლებელი გახადონ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ეს მიანმარში ყველაზე მეტად სჭირდება.
"ნოემბრის არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ და პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა პირველივე შესაძლებლობის დროს", ნათქვამია G-7-ის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.
ოთხშაბათს, ქვეყანის მასშტაბით 30 სხვადასხვა ქალაქში, 70 საავადმყოფო და სამედიცინო დეპარტამენტი გაიფიცა. ისინი სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ.
განცხადებაში, რომელიც მიანმარის ახლადჩამოყალიბებულმა სამოქალაქო მოძრაობამ გაავრცელა წერია, რომ ქვეყნის არმიამ საკუთარი ინტერესები მოსახლეობის გაჭირვებაზე მაღლა დააყენა.
Facebook Forum