ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა დებატებისთვის მზადაა


ობამასა და მის რესპუბლიკელ ოპონენტ მიტ რომნის შორის რიგით მეორე დებატები შედგება

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ასისტენტები აცხადებენ, რომ სამშაბათ საღამოსთვის დანიშნული დებატებისთვის პრეზიდენტი უკეთესად მომზადებული იქნება. ეს ობამასა და მის რესპუბლიკელ ოპონენტს, მიტ რომნის შორის რიგით მეორე დებატებია.

ობამა და რომნი საჯარო დებატებში პირველად 3 ოქტომბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელის შემდეგაც პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს მისი სუსტი გამოსვლის გამო. გარდა ამისა, მიმომხიველების განცხადებით, რომნი გაცილებით უკეთესად იყო მომზადებული, ვიდრე ობამა. პირველი დებატების შემდეგ დამოუკიდებელი და მერყევი ამომრჩევლის გულის მოგების წყალობით, რომნის რეიტინგმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში რამდენიმე ქულით მომიმატა.

დღევანდელი შეხვედრის მსვლელობისას საპრეზიდენტო კანდიდატები დარბაზში მყოფი იმ ამომრჩევლის შეკითხვებს უპასუხებენ, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, თუ რომელ პარტიას მისცემენ ხმას.
XS
SM
MD
LG