ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს მიმართავს


Obama 2012
Obama 2012

მიმართვაში ობამამ მადლობა გადაუხადა პირველადი რეაგირების ჯგუფებს

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ მიმართვაში მადლობა გადაუხადა პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებმაც სტიქიით დაზარალებულ ქალაქებს დახმარება აღმოუჩინეს. მან ასევე განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ ქარიშხალი სენდის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს რაც შეიძლება მალე მიაწოდონ პირველადი საჭიროების ნივთები.
ობამას თქმით, საგანგებო ვითარებების მართვის ფედერალურ სააგენტოს პირველადი რეაგირების ათასობით ჯგუფი ჰყავდა მობილიზებული ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტ ზარალს ელოდნენ და ისინი მუშაობას ქარიშხლის შესუსტებისთანავე შეუდგნენ.
პრეზიდენტმა სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერიც გაავრცელა, რომელზეც დაზარალებულ ადამიანებს დახმარების მოსათხოვად დარეკვა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG