ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სენდის შემდეგ


პრეზიდენტი ობამა სტიქიით დაზარალებულ ზონაში ჩადის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დღეს სტიქიით დაზარალებულ ნიუ-ჯერსიში ჩადის, რომლის მოსახლეობაც უკვე ნელნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს მას შემდეგ, რაც რეგიონს ერთ-ერთმა უძლიერესმა ქარიშხალმა გადაუარა.

პრეზიდენტი ობამა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორი, რესპუბლიკელი კრის კრისტი შტატისთვის მიყენებულ ზარალს მოინახულებენ. სამშაბათს, გუბერნატორმა შეაქო და მადლობა გადაუხადა ობამას ადმინისტრაციას იმ განუზომელი მცდელობისთვის, რომელიც მთავრობამ სტიქიასთან ბრძოლისას გამოავლინა.

სტიქიის შემდეგ, დღეს, მუშაობა განაახლა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამაც. ასევე, სამი აეროპორტიდან ორმა უკვე დაიწყო მუშაობა.
XS
SM
MD
LG