ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენედიქტე XVI ვატიკანში დაბრუნდა


ყოფილი პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან მდებარე მონასტერში იცხოვრებს

გადამდგარი რომის პაპი ბენედიქტე უკან ვატიკანში დაბრუნდა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოქმედი პაპი და მისი წინამორბედი გვერდიგვერდ იცხოვრებენ.
რომის პაპი ფრანცისკი ბენედიქტე XVI-ს მის სახლთან შეეგება, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან მდებარეობს და ამჟამად მონასტრადაა გადაკეთებული. პაპი ფრანცისკი და ბენედიქტე XVI სალოცავად მონასტერში შევიდნენ. გადამდგარი პაპის დაბრუნება ვატიკანში მედიისთვის დახურული იყო და მხოლოდ ვატიკანის მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ამ მოვლენის დაფიქსირების უფლება. ვატიკანის მედიამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ი არ აპირებენ ვიდეომასალის გამჟღავნებას.
XS
SM
MD
LG