რომის პაპი ბენედიქტე XVI თავის მრევლს დაემშვიდობა. დღევანდელი დღიდან ის აღარ იქნება მილიარდ ორასი ათასი კათოლიკეს სულიერი მამა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტე XVI თავისი ნებით გადადგა, ვატიკანის ოფიციალური პირების განცხადებით, პონტიფიკის სამოსის ტარების უფლება მას კვლავ რჩება.
„ ის ატარებს თეთრ უბრალო ანფორას, მაგრამ მანტიის გარეშე“- აცხადებს ვატიკანის პრესპიკერი თომას როსიკა.
რომის პაპი ბენედიქტე თავის მემკვიდრეს ბევრ გადაუჭრელ პრობლემას უტოვებს, მაგალითად საუბარია ვატიკანის მიმართ კორუფციის ბრალდებებზე, უკანასკნელ დროს მედიაში სასულიერო პირთა სექსსკანდალებში გარევის გამო აგორებულ კამპანიაზე და განვითარებულ ქვეყნებში მრევლის კლების ტენდენციაზე.
ვატიკანმა უნდა შეცვალოს დოქტრინალური მიდგომა, თუ მას სურს ამ პრობლემასთან გამკლავება, აცხადებს ჯორჯთაუნის უნისვერსიტეტის, ვუდსტოკის თეოლოგიური ცენტრის სასულიერო პირი, თომას რისი.
„რომის პაპმა ბენედიქტემ კარგად აღნიშნა, როდესაც განაცხადა, რომ ქრისტიანობა არ უნდა იყოს ყველაფერზე „ არას“ თქმა, მუდამ უკმაყოფილო დედის მსგავსად. პირიქით უნდა უთხრათ „კი“ იესოს, „კი“ სიყვარულს, „კი“ სამართალს.“
მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე 115 კარდინალი მომავალ რომის პაპს აირჩევს, კონკლავი რომში ახალ პონტიფიკს დაასახელებს.
როგორც ბენედიქტე XVI, ისე მისი წინამორბედი იოან პავლე II განსაკუთრებული გონიერების და განათლების გამო აირჩიეს, აცხადებს იეზუიტი მღვდელი თომას რისი.
„უნდა გავიმეოროთ თუ არა ძველი პრაქტიკა? უნდა ავირჩიოთ ის ვინც ყველაზე ჭკვიანია, თუ ავირჩიოთ ის ვინც ეკლესიის წიაღში მოღვაწე ყველა გონიერ სასულიერო პირს მოუსმნენს.“
ზოგიერთი კათოლიკე მიიჩნევს, რომ მომავალი რომის პაპი, აფრიკის კონტინენტს უნდა წარმოადგენდეს, სადაც კათოლიციზმი განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება. ზოგსაც მიაჩნია, რომ პაპი ევროპიდან ან ამერიკიდან უნდა იყოს, ვინაიდან კათოლოციზმი აქ ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.