ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ბენედიქტეს უკანასკნელი საკვირაო ქადაგება


ვატიკანში კარდინალების ჩასვლა უკვე დაიწყო

დღეს ვატიკანში რომის პაპის ბენედიქტე მეთექვსმეტეს ბოლო საკვირაო ქადაგებას ათასობით ადამიანი დაესწრო. მან კათოლიკურ მრევლს წმინდა პეტრეს მოედანზე თავისი აპარტამენტის ფანჯრიდან მიმართა. ბენედიქტემ განაცხადა, რომ ის არ ტოვებს ეკლესიას და თავის მსახურებას და ლოცვას გადადგომის შემდეგაც გააგრძელებს. კათოლიკური სამყაროს ლიდერი ამ პოსტზე თავის უკანასკნელ ღვთიმსახურებას ოთხშაბათს გამართავს.

რომში სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ჩადიან კარდინალები, რათა ბენედიქტეს გადადგომის შემდეგ ახალი პაპი აირჩიონ. წმინდა საყდარი ჟურნალისტებს კარიდნალების მისამართით ცილისმწამებლურ განცხადებებში ადანაშაულებს, რაც ვატიკანის თქმით, პაპის არჩვენებამდე ხორციელდება და ყოვლად დაუშვებელია.
XS
SM
MD
LG