ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კათოლიკური ეკლესია ახალი პაპის არჩევას ზეიმობს


საპატიო სტუმრებს შორის მსოფლიოს ორთოდოქს ქრისტიანთა სულიერი ლიდერი პატრიარქი ბართლომეც იქნება

სამშაბათს ვატიკანში პაპი ფრანცისკი მსოფლიოს 130 ქვეყნიდან პოლიტიკურ ლიდერებს და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს ელოდება.

ასი ათასობით ადამიანი წმინდა პეტრეს მოედანზე დღესასწაულზე შეიკრიბება, რათა ვატიკანის ახალი ლიდერის არჩევა საზეიმოდ აღნიშნოს.

საპატიო სტუმრებს შორის მსოფლიოს ორთოდოქს ქრისტიანთა სულიერი ლიდერი პატრიარქი ბართლომეც იქნება,რომელიც 1000 წლის წინ ქრისტიანთა გაყოფის შემდეგ პირველად დაესწრება პაპის ინაუგურაციას.

ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელთა 30 დელეგაციაში ებრაული, მუსლიმი და სხვა რელიგიის სულიერი ლიდერებიც იქნებიან.
XS
SM
MD
LG