ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპ ფრანცისკეს ეგვიპტეში ვიზიტი, რომლის დაწყებაც პარასკევისთვის არის დაგეგმილი, იმ დროს ხდება, როცა ეგვიპტეშიც და დანარჩენ ახლო აღმოსავლეთშიც, ქრისტიანები ისტორიული განსაცდელის წინაშე დგანან. ეს, არაბული სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის მხოლოდ მეორე ვიზიტი იქნება. პირველად ქაიროს, 2000 წელს,პაპი იოანე პავლე მეორე ეწვია.

პაპის ვიზიტი ქალაქ ალექსანდრიაში და ქალაქ ტანტაში ორი სისხლიანი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ხდება, რომელიც ბზობის კვირას, კოპტების ეკლესიების წინააღმდეგ იყო მიმართული. 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, როცა თვითმკვლელმა ტერორისტებმა, სალოცავად შეკრებილ ადამიანებს შორის თავი აიფეთქეს.

ცოტა ხნის წინ, ისლამისტი შეიარაღებული ჯგუფების სამიზნე, ჩრდილოეთ სინაის ქალაქ ელ-არიშის ქრისტიანებიც გახდნენ. შემაძრწუნებელმა მკვლელობებმა ქრისტიანი ოჯახების უმრავლესობას ამ ადგილის დატოვება აიძულა.

პაპის ვიზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეგვიპტის პოლიცია ქაიროში გაძლიერებულ ზომებს მიმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG