ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა გოლანის მაღლობზე მდებარე ებრაულ დასახლებაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელს აქვს ოკუპირებული. ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია ამ მხარეში. პომპეოს ვიზიტი, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდაჭერის გამოხატვას ისახავს მიზნად.

პალესტინელებმა პომპეო დაადანაშაულეს იმაში, რომ ისრაელს ეხმარება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებაში. ეს განცხადება პალესტინურმა მხარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პომპეო შაარ ბინიამინის მეღვინებოაში, იერუსალიმიდან ჩრდილოეთით მდებარე, პსაგოტის დასახლებაში იმყოფებოდა.

ისრაელის საამებლად და პალესტინელების საწყენად, 2019 წელს, პომპეომ დაარღვია წლების განმავლობაში დამკვიდრებული ამერიკული საგარეო პოლიტიკის ხაზი და გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ამერიკა აღარ განიხილავს ისრაელის დასახლებებს, როგორც "საერთაშორისო კანონისთვის შეუსაბამოს".

პალესტინელები და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, ამ დასახლებებს, საერთაშორისო კანონის მიხედვით, არალეგალურად მიიჩნევს.

ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოაქვეყნა გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც, პროდუქტს, რომელიც დასახლებებში იქნება წარმოებული და ამერიკაში ექსპორტზე გაიგზავნება, უნდა ეწეროს "გამოშვებულია ისრაელში", ან "ისრაელის წარმოება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG