ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ტრამპის დახმარებით ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს


ხუთშაბათს, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ამ ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას გამოიწვევს. შეთანხმების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობამ.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ შეთანხმების მიხედვით, ისრაელი დათანხმდა შეაჩეროს თავისი სუვერენიტეტის გავრცელება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს იმ ნაწილებზე, რომლის ანექსიის შესახებაც შესახებაც იყო მსჯელობა.

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმება იმ ხანგრძლივი მოლაპარაკებების ნაყოფია, რომელიც ისრაელს, გაერთიანებულ არაბულ საემიროებსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა და ბოლო ხანს დაჩქარდა.

შეთანხმება ხუთშაბათს, ტრამპის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრე, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედს შორის სატელეფონო საუბრის დროს დაიდო.

ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “დღეს უზარმაზარი მიღწევა გვაქვს! ჩვენს ორ დიდ მეგობარს, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სამშვიდობო შეთანხმება”.

“აბრამის აკორდის” სახელით ცნობილი შეთანხმება, პირველი ასეთი სახის შეთანხმებაა1994 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა და იორდანიამ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს. ეს მოვლენა ასევე საგარეო პოლიტიკური წარმატებაა ტრამპისთვის, რომელიც 3 ნოემბერს ხელმეორედ არჩევისთვის ემზადება.

თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, შეთანხმების მისაღწევ მოლაპარაკებებში ასევე ჩართული იყვნენ: ტრამპის უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ისრაელში შეერთებული შტატების ელჩი დევიდ ფრიდმანი და დესპანი ახლო აღმოსავლეთში, ავი ბერკოვიცი. ასევე სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი.

სამი მხარის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი ლიდერი “ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდა”.

მომავალ კვირებში ისრაელის და საამიროების დელეგაციები შეხვდებიან და ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებებს, რომელიც ინვესტიციებს, ტურიზმს, პირდაპირ ფრენებს, უსაფრთხოებას, ტელეკომუნიკაციებს და და სხვა საკითხებს მოიცავს.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ამ დიპლომატიური გარღვევის და პრეზიდენტ ტრამპის თხოვნის შედეგად, რომელსაც მხარს საამიროები უჭერენ, ისრაელი შეაჩერებს სუვერენიტეტის გამოცხადებას დასავლეთ ნაპირის იმ ნაწილებზე, რომელიც ტრამპის მიერ იანვარში გამოცხადებულ გეგმაში იყო ჩართული”.

შეთანხმება ითვალისწინებს მუსლიმებისთვის მეტ წვდომას ალ-აქსას მეჩეთზე, რომელიც იერუსალიმის ძველ უბანშია. ეს აბუ-დაბიდან თელ-ავივში პირდაპირი ფრენების დაშვებით განხორციელდება.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე პანდემიის პირობებში, არაბთა გაერთიანებული საამირეოები და ისრაელი, ახალი კორონავირუსის მკურნალობაში და მის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაში თანამშრომლობას დაუყოვნებლივ გააფართოებენ და გააძლიერებენ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG