ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულებისკენ მოუწოდა


რომის პაპი ფრანცისკე ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულებისკენ მოუწოდებს. „ადამიანების თანამეგობრობა გვთხოვს ჩვენ, როგორც მსოფლიო რელიგიების წარმომადგენლებს, სიტყვა "ომის" ნებისმიერი ნიუანსი დავგმოთ“- თქვა მან სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩასვლის შემდეგ.

პაპმა, თავის გამოსვლაში, იემენი, სირია, ერაყი და ლიბია ახსენა. აღსანიშნავია, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროები მნიშვნელოვანი წევრია საუდის არაბეთის წინამძღოლობით იემენში მებრძოლი კოალიციისა იემენის მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად.

დღევანდელი ტურნე, პაპის პირველი ვიზიტია არაბეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც საემიროებში, ტოლერანტობის წლის და სხვა კონფესიებთან ღიაობის ჩვენების ნაწილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG