ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო მინისტერიალზე ნატოს ქვეყნების ლიდერებს ხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვაშინგტონში შეკრებილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებს უცხადებს, რომ ნატოს ბლოკმა უნდა შეცვალოს ახალი საფრთხეებისადმი მიდგომა.

პომპეომ გამხსნელი სიტყვით მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში შეკრებილ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს. ორდღიანი შეხვედრების დროს მონაწილეებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს უსაფრთხოების სიტუაციასთნ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

გაუგებრობა კიდევ უფრო გააქტიურდა თურქეთთან, ამ უკანასკნელის გეგმებთან დაკავშირებით, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთისგან. ამას გარდა, აშშ-მ არაერთხელ აღნიშნა მისი მოთხოვნა ალიანსის წევრებისადმი, რომ მათ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

გამოსვლაში, სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უნდა ისწავლოს და განვითარდეს ახალი გამოწვევების აღმოცენების და მათზე საპასუხო რეაქციის კვალდაკვალ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ოთხშაბათს, აშშ-ის კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გამოსვლისას, აგრესიული რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მაშინ, როცა დასავლეთი არ აპირებს რუსეთთან ცივი ომი განაახლოს, მან უნდა შეაკავოს მოსკოვის სამხედრო აგრესია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG