ქვინიპიაკის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლის უმეტესობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას პოზიტიურად აფასებს. ამომრჩევლის 53 პროცენტს მოსწონს მისი ეკონომიკური გეზი. ეს ამ მიმართულებით ტრამპისთვის, პრეზიდენტად არჩევიდან დღემდე, ყველაზე მაღალი შეფასებაა. ამომრჩევლის 43 პროცენტი კი პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილოა.
ამომრჩევლის 54 პროცენტი ტრამპის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. ხოლო 41-ს კმაყოფილია მისი საქმიანობით პრეზიდენტის რანგში.
საგარეო პოლიტიკის კუთხით ამომრჩევლის 42 პროცენტი ემხრობა ტრამპს, ხოლო 53 უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის არჩეულ კურსს. რაც შეეხება იმიგრაციას, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივ საკითხს, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ამომრჩევლის 40 პროცენტი პრეზიდენტს მხარს უჭერს ამ მიმართულებით, ხოლო 56 მას ეწინააღმდეგება.
Facebook Forum