ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რაშა თუდეი“ ამბობს, რომ აშშ-მა კოვიდ-19-ის ტესტები და პირბადეები მიითვისა


18 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ „რაშა თუდეიმ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით, „უფრთხილდით აშშ-ს? პერუ ასაიდუმლოებს კოვიდ-19-თან დაკავშირებული სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტს მისი კონფისკაციის შიშით.“

სტატიაში წერია: „პერუ ‘ფრთხილობს’, აშშ-მა არ შეიტყოს კოვიდ-19-ზე ტესტირების საშუალებებით დატვირთული თვითმფრინავის მარშრუტი, რადგან ის შემჩნეულია სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი მარაგების ‘კონფისკაციაში,’ თქვა პერუს კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირების ცენტრის უფროსმა.“

სათაურიც და შესავალიც შეცდომაში შემყვანია.

სტატიაში მოყვანილია პერუში კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელის პილარ მაზეტის ციტატა, რომლიც ამბობს, რომ „ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თვითმფრინავის მარშრუტიდან უნდა გამოირიცხოს გაჩერება ნებისმიერ იმ ქვეყანაში, რომელიც თავისი ტვირთის კონფისკაციას ახდენს. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გაგვიმხელია ტესტირების საშუალებებით დატვირთული თვითმფრინავის დანიშნულების ადგილი. ვფიქრობ, ამ ადგილის დასახელების არ დასახელება ყველაზე წინდახედული ქმედებაა. ყველა სასოწარკვეთილებას განიცდის.“

„რაშა თუდეის“ სტატიაში მაზეტი არ ასახელებს კონკრეტულ ქვეყანას ან კონკრეტულ ინციდენტს. მეტიც, მაზეტი საუბრობს ქვეყნის მიერ ტვირთის სავარაუდო კონფისკაციაზე ამ ქვეყნისვე ტერიტორიაზე; ამაში აშშ არ ყოფილა დადანაშაულებული.

სტატიაში ორი შემთხვევაა მოყვანილი, რომლებშიც აშშ-მა თითქოს სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილ დამცავ აღჭურვილობას გზა შეაცვლევინა. რაიმეს „კონფისკაცია“ არც ერთში მომხდარა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ინფორმაცია მიმართულების ასეთი შეცვლის შესახებ.

ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, ამერიკელმა მყიდველებმა ჩინეთში ნაღდი ფული ჩაიტანეს და მწარმოებელს გადაუხადეს, რომ ერთი თვითმფრინავი პირბადეები საფრანგეთის ნაცვლად აშშ-ში გაგზავნილიყო.

„რაშა თუდეის“ სტატიაში ასევე მოყვანილია გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ანდრეას გიზელის ბრალდება აშშ-ის მიერ ბანგკოკში 200 000 სამედიცინო პირბადის „კონფისკაციის“ შესახებ. გიზელმა ამ ქმედებას „თანამედროვე მეკობრეობის აქტი“ უწოდა. პირბადეები გერმანიის პოლიციელებისთვის იყო განკუთვნილი.

„რაშა თუდეის“ სტატიაში გაკვრით არის აღნიშნული, რომ გიზელმა „დააზუსტა, რომ მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული პრობლემები ‘გადაიხედა’ და შეკვეთა გერმანულ ფირმასთან გაფორმდა.“

თუმცა, სხვა ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის საელჩომ ტაილანდში არაფერი იცოდა ასეთი გარიგების შესახებ. პირბადეების მწარმოებელმა კომპანიამ „3M“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყოფს კონფისკაციას.

პირბადეების მიტაცების სხვა შემთხვევებიც იყო მათი დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების დროს.

გაზეთ "გარდიანის" ცნობით, კოვიდ-19-ის პანდემიით ყველაზე დაზარალებული ქვეყნისთვის, იტალიისთვის, გაგზავნილი 100,000 პირბადე ჩეხეთის რესპუბლიკამ საეჭვო ვითარებაში მიიტაცა. (მოგვიანებით ჩეხეთის ხელისუფლებამ იტალიას ეს დანაკლისი 100,000 პირბადის გაგზავნით აუნაზღაურა).

სამედიცინო ნიღბების კიდევ ერთი პარტია, რომელიც გერმანიას გაეგზავნა, კენიაში გაუჩინარდა.

ამ ინციდენტებიდან, შეერთებული შტატები არცერთში ფიგურირებს და ისინი უფრო იმ სცენარს წააგავს, რაზეც მაზეტი საუბრობდა.

სტატიის ინგლისური ვერსია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ "პოლიგრაფის" მიერ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG