ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმთან მომხდარ ინციდენტში პოლიციელი გარდაიცვალა


პარასკევს, ავტომობილის მძღოლი შეერთებული შტატების კონგრესის პოლიციის რიგებში შეიჭრა. თავდასხმაში ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. კაპიტოლიუმის შენობა და კონგრესის ოფისის მიმდებარე კორპუსები სწრაფად ჩაიკეტა და საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა.

განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონერენციაზე, კაპიტოლიუმის პოლიციის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა იოგანადა პიტმანმა გააკეთა. პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა და ისიც გარდაიცვალა.

"ეს არ ჰგავს ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეს, თუმცა რა თქმა უნდა, გამოძიებას ჯერ ვაგრძელებთ" - განაცხადა რობერტ კონტიმ. ის დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს.

ამ ეტაპზე პოლიცია არც მოტივზე საუბრობს და არც თავდამსხმელის ვინაობას ამხელს. კაპიტოლიუმის გზები კვლავ გადაკეტილია და კონგრესის შენობების თავზე ჯერ ისევ დაფრინავენ პოლიციის ვერტმფრენები. შენობაში მყოფებს ურჩევენ, ფანჯრებთან ახლოს ყოფნას მოერიდონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG