ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე მოსმენა გაიმართება


დღეს აშშ-ის სენატის ორი კომიტეტში, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება. საკომიტეტო მოსმენები, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების საკითხებსა და სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებაზე იქნება ფოკუსირებული.

ეროვნული უშიშროებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის წინაშე, ყოფილი სერჟანტები მაიკლ სტენგერი და პოლ ირვინგი წარსდგებიან. დღესვე სენატორების წინაშე წარსდგება კაპიტოლიუმის პოლიციის ყოფილი უფროსი სტივენ სუნდი და (metrolpolitan) პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რობერტ კონტი.

სერჟანტები სტენგერი და ირვინგი, 6 იანვრის მოვლენების შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრებენ. მათ პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ თანამდებობები დატოვეს.

როგორი იყო კოორდიანაცია უსაფრთხოების სააგენტოებს შორის, კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმამდე; ეროვნული გვარდიის განლაგების დეტალები და კაპიტოლიუმის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტირების მოქმედებებები - ეს არის საკიტხები, რომლის თაობაზეც კანონმდებლები ყურადღებას გაამახვილებენ. ამის შესახებ Associated Press- ს სენატორმა ემი კლობუჩარმა განუცხადა.

სენატორის თქმით, სენატში 6 იანვრის მოვლენების გამოძიების ფარგლებში, ამის გარდა მინიმუმ კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება. კანონმდებპები იძიებენ თავდაცვის დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს რეაგირებას.

პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის ერთი თანამშრომელი.

„ამბოხების წაქეზების“ ბრალდებით, წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა. სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ სცნო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG