ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაპიტოლიუმთან პოლიციაზე თავდამსხმელი დაკავებულია, შენობა კვლავ ჩაკეტილია


შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობა, მიმდინარე ქუჩები და კონგრესის ოფისები ჩაიკეტა „გარეთა საფრთხის გამო“. კონგრესის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ისინი შენობაში ვერ შევლენ და ვერ გამოვლენ. მათ სთხოვეს მოშორდნენ ფანჯრებს. კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი რეაგირებენ ცნობებზე, რომ ავტომობილის მძღოლი ეცადა პოლიციის ორი ოფიცრისთვის გადაევლო. გავრცელდა ცნობები გასროლის თაობაზეც.

კაპიტოლიუმის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. "ასოშიეთიდ პრესი" იტყობინება, რომ თავდამსხმელს ესროლეს და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. პოლიცია ასევე აცხადებს, რომ „ორივე ოფიცერი დაშავებულია".

"სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - განაცხადა კაპიტოლიუმის პოლიციამ.

ადგილზე ათობით პოლიციის მანქანა და სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

პოლიციამ შენობასთან მისასვლელები ჩაკეტა
პოლიციამ შენობასთან მისასვლელები ჩაკეტა

შენობასთან მისასვლელი გზა პოლიციას გადაკეტილი აქვს და შენობის თავზე ვერტმფრენები პატრულირებენ.

მხოლოდ ორიოდე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ კაპიტოლიუმის გარშემო ინაუგურაციის ცერემონიალის წინ აღმართული უსაფრთხოების ბარიერების აღება დაიწყო. კაპიტოლიუმზე ამ მკაცრი ზომების გატარება 6 იანვარის თავდასხმის შემდეგ დაიწყო, როცა ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG