ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარშავაში უზენაესი სასამართლოს წინ დემონსტრაცია გაიმართა


პოლონეთის უზენაესი სასამართლოს პირველი პრეზიდენტი მალგორჟატა გერსდორფი, დღეს სამსახურში იმ ახალი კანონის საწინააღმდეგოდ გამოცხადდა, რომელიც მას პენსიაზე გასვლას აიძულებს.

გერსდორფმა მადლობა გადაუხადა ვარშავაში უზენაესი სასამართლოს წინ შეკრებილ დემონსტრანტებს და თქვა, რომ ის იქ კანონის უზენაესობის დასაცავად იმყოფებოდა.

ახალი კანონი დაბლა სწევს ასაკს, რომლის მიღწევის შემდეგ, მოსამართლეები ვალდებული არიან გადადგნენ. დღეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის მესამედზე მეტი უნდა გადადგეს.

ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ კანონით, მთავრობა სასამართლოზე კონტროლის დაწესებას ცდილობს. მთავრობის თანახმად კი, იურიდიული ცვლილებების გატარება აუცილებელია, რადგან ზოგიერთი არსებული წესი, კომუნისტური წარსულის გადმონაშთია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG