კვირას პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება დაგეგმილ დროზე ოთხი თვით ადრე. არჩევნების ვადამდე ადრე ჩატარება 10 აპრილს თვითმფრინავის კატასტროფაში სმოლენსკის მახლობლად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მისი მთავრობის 95 წევრის დაღუპვამ განაპირობა.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი კანდიდატი ლიდერობს. ესენი არიან მემარჯვენე ცენტრისტული საზოგადოებრივი პლატფორმის პარტიის ლიდერი ბრონისლავ კომოროვსკი და იაროსლავ კაჩინსკი, პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ტყუპისცალი.
როგორც ვარშავის საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელი იაჟეკ კუჩარზუკი მიიჩნევს სმოლენსკის ტრაღედიამ არა მარტო არჩვენების თარიღი შეცვალა, მან შეიძლება თავად არჩევნების შედეგებზეც იმოქმედოს.
მისი თქმით:“ 10 აპრილამდე ხალხის უმეტესობა თვლიდა რომ ლეხ კაჩინსკის არჩევნებში გამარჯვების ძალზე მცირე შანსი ჰქონდა, მაგრამ სმოლენსკის მახლობლად მომხდარმა ავიაკატასროფამ მკვეთრად შეცვალა სიტუაცია. პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის კრიტიკა საერთოდ შეუძლებელი გახდა, ამან პირდაპირი გავლენა იქონია პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე.“
იაროსლავ კაჩინსკი ამომრჩველთა დარწმუნებას ცდილობს რომ ღირსეულად გააგრძელებს თავისი ძმის მიერ დაწყებულ საქმეს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ის ოდნავ ჩამორჩბა თავის მეტოქეს ბრონისლავ კომოროვსკის.
ძმები კაჩინსკები ცნობილნი იყვნენ მათი უკომპრომისო დამოკიდებილებით პოლონეთის ისტორიული მტრების მიმართ, მაგრამ გასულ თვეს იაროსლავმა ყველა გააკვირვა როდესაც თავის სატელევიზიო გამოსვლაში რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებზე ილაპარაკა. „მან მადლობა უთხრა რუს ხალხს ამ მძიმე ჟამს პოლონეთისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.“
როგორც პოლიტოლოგი იაჟეკ კუჩარზუკი აცხადებს:“ თუ განვიხილავთ ლეხ კაჩინსკის პოლიტიკას, ყურადღება გამახვილებული იყო საგარეო საფრთხეებზე. რუსეთიდან, გერმანიიდან, ევროკავშირიდან მომავალ მუქარებზე. ახლა იაროსლავ კაჩინსკი იძულებულია უარი თქვას ამ იდეებზე და უფრო ზომიერი პოლიტიკოსის როლი ითამაშოს.“
აღსანიშნავია რომ კომოროვსკიმაც ხელი აიღო კონფრონტაციულ წინასაარჩევნო კამპანიაზე. პოლონეთის ტელევიზიით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ პოლიტიკოსმა სახელმწიფოს სამსახური უნდა დაისახოს უპირველეს მიზნად და არა არჩევნებში გამარჯვება.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის აუცილებელია 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური 4 ივლისს გაიმართება.