ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პისტორიუსს ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს


ოლიმპიურ სპორტსმენს მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება ენიჭება

სამხრეთ აფრიკის მოსამართლემ მეგობარი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ოსკარ პისტორიუსს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. მოსამართლის განცხადებით, ოლიმპიურ სპორტსმენს მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეეძლება. ნებართვის ასაღებად მან მარშრუტი სასამართლოს წინასწარ უნდა შეუთანხმოს.

ადვოკატების განცხადებით, ხელოვნური ფეხებით მორბენალ ოსკარ პისტორიუსს ამჟამად ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების კონკრეტული გეგმები არ აქვს. თუმცა, ეს მისი შემოსავლის მთავარი წყაროა და ადვოკატებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს.

გახმაურებულ საქმეში პისტორიუსის ჩვენება ფიგურირებს, რომლის მიხედვითაც ის შუაღამით ხმაურმა გააღვიძა. აბაზანაში ქურდი ეგონა და დახურულ კარს ესროლა. კარის მიღმა კი მისი შეყვარებული, ცნობილი ტელევარსკვლავი რივა სტინკემპი იმყოფებოდა, რომელიც მას საწოლში ეგულებოდა. მეზობლების ჩვენებით კი, გასროლამდე მათ წყვილს შორის კამათის ხმა ესმოდათ.
XS
SM
MD
LG