ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიკას ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზეც ხდება


ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსის 14 შემთხვევას იძიებს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ 14-ვე შემთხვევაში ვირუსის გადადება სქესობრივი კავშირით მოხდა.

ინფიცირებულები ქალები არიან, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში არ ყოფილან, თუმცა სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ მამაკაცებთან, რომლებმაც იმ ქვეყნებში იმოგზაურეს, სადაც ზიკაა გავრცელებული.

ზიკას ვირუსი ჩვილებში ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილ დაავადებებს უკავშირდება და ორსულობის დროს ნაყოფის ტვინის განვითარებას აფერხებს.

XS
SM
MD
LG