ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში, სკოლის წინ, სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა


რუსეთში, ყაზანში, ერთ-ერთი სკოლის წინ სროლა მოხდა, რომლის შედეგადაც 7 მოსწავლე დაიღუპა. ინფორმაციას რუსი ოფიციალური პირები ავცრელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორისაა მინიმუმ ერთი მასწავლებელიც. ყაზანი, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქია, რომელიც მოსკოვიდან 800 კილომეტრითაა დაშორებული.

სააგენტო "რია ნოვოსტის" მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლის შემდეგ, 11 მოსწავლე გარდაიცვალა. თუმცა, ოფიციალური პირები 3 გოგოსა და 4 ბიჭის გარდაცვალებას ადასტურებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსწვალეების ნაწილმა, სკოლიდან გაქცევა მოახერხა. პოლიციის ცნობით, დაჭრილია 21 ადამიანი, ვინც სროლის დროს სკოლის შენობაში იმყოფებოდა.

გუბერნატორ რუსტავ მინიხანოვის ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც თვითმხილველებმა აღწერეს, როგორც "ტერორისტი", დაკავებულია.

სკოლაში სროლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა იარაღის კონტროლის კანონის გადახედვის შესახებ გამოსცა ბრძანება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG