ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელი ახალი რეკორდი - დავინჩის დათვის ექსკიზი შესაძლოა 17 მილიონად გაიყიდოს 


ნიუ-იორკში დღეიდან ლეონარდო დავინჩის დათვის ესკიზია გამოფენილი, რომელიც შესაძლოა 17 მილიონ დოლარად გაიყიდოს. კრისტის აუქციონის ცნობით, დავინჩის დათვის ჩანახატი ერთ-ერთია იმ რვიდან, რომელიც კერძო პირკების საკუთრებაა.

ესკიზი რომელიც აუქციონზეა წარდგენილი, სულ რამდენიმე სანტიმეტრია და ის დავინჩის უნიკალური ტექნიკით არის შესრულებული. ის შესრულებულია ვერცხლის ნემსის გამოყენებით ღია ვარდისფერ-კრემისფერ ქაღალდზე. როგორც ცნობილია, ეს ტექნიკა ლეონარდოს მისმა ოსტატმა ანდრეა დელ ვერჩიომ ასწავლა.

ესკიზს "კრისტის აუქციონის" სპეციალისტები "რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევენ, რომელსაც ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავს. რამდენიმე სანტიმეტრიან ჩანახატს, მარცხენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერა აქვს.

ნიუ-იორკში გამოფენილ უნიკალურ ჩანახატს, თვის ბოლოს ჰონ-კონგში გადაიტანენ შემდეგ კი ლონდონში, სადაც ლეონარდო დავინჩის ნახატი აუქციონზე გაიყიდება. სავარაუდოდ, აუქციონი ლონდონში ივლისში შედგება, სადაც მისი ფასი 11-დან 17 მილიონ ამერიკულ დოლარამდე იმერყევებს.

ამ დრომდე დავინჩის მიერ შექმნილი ექსკიზი ყველაზე ძვირად 2001 წელს გაიყიდა. აუქციონზე მაშინ "ცხენი და მხედარი" იყო წარმოდგენილი. ოფიციალური მონაცემებით ნახატი 8 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რაც 11,2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, შესაძლოა ივლისში დავინჩის ექსკიზის გაყიდვით კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG