ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარანტინის შემდეგ, ლუვრი ნაწილობრივ იხსნება


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი, ლუვრი, პარიზში ნაწილობრივ გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ლუვრი ვიზიტორებისთვის 16 კვირის განმავლობაში იყო დაკეტილი.

დირექტორმა, ჟან-ლუკ მარტინესმა თქვა, რომ ამ დროის განმავლობაში მუზეუმმა 45 მილიონი დოლარი დაკარგა. იმის პარალელურად, რომ მსოფლიო ვირუსთან ადაპტირებას ცდილობს, მუზეუმიც სტუმრებს შეზღუდულად შეუშვებს ხელოვნების ნიმუშების დასათვალიერებლად.

მუზეუმის თითქმის მესამედი დახურული იქნება. თუმცა ის ნაწილი, სადაც მონა ლიზა და სხვა ცნობილი ნამუშვრებია გამოფენილი, მსურველებისთვის ღია იქნება. მუზეუმში ყოფნის დროს აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

აკრძალული იქნება ლეონარდო დავინჩის ცნობილ შედევრთან სელფების გადაღება. ვიზიტორებისთვის სავალდებულო იქნება მხოლოდ იქ დგომა, სადაც მუზეუმის თანამშრომლებმა წინასწარ მონიშნეს ადგილები.

ლუვრის დამთვალიერებლების დაახლოებით 70% უცხოელი ტურისტები იყვნენ. წელს სიტუაცია განსხვავებული იქნება. მუზეუმის დირექცია იმედოვნებს, რომ ლუვრში ბევრად მეტი ფრანგი ვიზიტორი მივა ხელოვნების ნიმუშების დასათვალიერებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG