აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, თქვა, რომ წუხს იმის გამო, რაც მასზე პრეზიდეტმა ტრამპმა მის შესახებ თქვა. ქვეყნის ლიდერმა პელოსის „უსიამოვნო, შურისმაძიებელი და საშინელი პიროვნება“ უწოდა.
„ჩვენ არასდროს ვაკრიტიკებთ პრეზიდენტს, როდესაც ოკეანის მიღმა ვიზიტით ვიმყოფებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ და არასდროს ვარღვევთ. ამიტომ, როდესაც ნორმანდიაში, დი-დღის აღსანიშნად ვიყავით, მე არაფერი მითქვამს და არც ვაპირებდი, რომ მეთქვა რაიმე მის წინააღმდეგ იქ, იმ საფლავებთან. თუმცა, პრეზიდენტი იმავე საფლავებთან მოტრიალდა და კამერების წინაშე თქვა ის, რაც თქვა. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე, უბრალოდ უადგილო, შეუფერებელი. მართლა ვწუხვარ მის გამო“- თქვა პელოსიმ მედიასთან საუბარში.
ტრამპს, რომელიც პარასკევს თავის 73-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, კომენტარი პელოსის განცხადებაზე, ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თავის კომენტარში პელოსიმ ასევე თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა პოლიტიკაზე.
Facebook Forum