ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი ერაყიდან დაბრუნდა


ამერიკის პრეზიდენტი ვაშინგტონში დაბრუნდა. ეს დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტი იყო კონფლიქტის ზონაში, რომელიც ძლიერ გასაიდუმლოებული იყო. პრეზიდენტი დ აპირველი ლედი ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ.

„სულ ახლახან დავბრუნდი ერაყიდან და გერმანიიდან, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალები მოვინახულე. ერთი რამ უეჭველია, ჩვენს ქვეყანას იქ არაჩვეულებრივი ადამიანები წარმოადგენენ - ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ გაიმარჯვონ!“ - დაწერა პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ოთხშაბათ საღამოს ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი შობის მეორე საღამოს, გვიან ერაყში იმისთვის ჩავიდნენ, რომ ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მათი სამსახურისთვისა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაეხადათ და ბედნიერი შობა-ახალი წელი ესურვებინათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG