ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი ერაყში მოულოდნელად ჩავიდნენ


დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ერაყში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა.

ისინი ერაყის დასავლეთში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ ერაყში დისლოცირებულ ჯარისკაცებთან და სამხედრო მეთაურებთან, რათა მათი სამსახურის გამო მადლობა ეთქვათ და მათთვის საშობაო მილოცვები გადაეცათ. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს სპიკერმა სარა სანდერსმა ოთხშაბათს, 26 დეკემბერს "ტვიტერზე" გაახმოვანა.

ეს ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპისთვის პირველია საომარ ზონაში.

ერაყში ჩასულმა პრეზიდენტმა დაიცვა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება, აღნიშნა რა, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" "თითქმის დამარცხებულია" და რომ ასევე აღმოფხვრილია ხალიფატის შესაძლებლობები.

.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG